კონფერენციაში მონაწილეობისათვის
გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადი ინდივიდუალური მოხსენებისა ან სრული სესიისათვის (დეტალები იხილეთ ქვემოთ). ყოველი განაცხადი განიხილება სამეცნიერო კომიტეტის მიერ. გთხოვთ, თქვენი განაცხადი წარმოადგინოთ ქვემოთ შემოთავაზებული თარიღებისა და პროტოკოლის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: langueetterritoire2@iliauni.edu.geდაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს: www.langueetterritoire.iliauni.edu.ge
ინდივიდუალური მოხსენება
ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, 10 წუთი კი განსაზღვრულია დისკუსიისთვის. მოხსენების ენა შეიძლება იყოს ქართული, ფრანგული და ინგლისური.
ინდივიდუალური მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ოქტომბერი.
თქვენი განაცხადი შედგენილ უნდა იქნას Word-ის (Times Roman, 12 p.p) ფორმატში და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სამოქალაქო ან პროფესიული სტატუსი (ბატონი, ქალბატონი, პროფესორი, დოქტორანტი)
- სახელი
- გვარი (ასომთავრულით)
- დაწესებულება
- საფოსტო მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- ფაქსი
- ელექტრონული მისამართი
- სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, მაღალი საფეხურის სტუდენტი
- მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა)
- მოხსენების რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა)
სრული სესია
სრულ სესიებში სამი მონაწილე ერთიანდება ერთი საერთო თემის გარშემო. თითოეულ მონაწილეს შეუძლია შემოგვთავაზოს სრული სესია ორ სხვა მონაწილესთან ერთად, გვაცნობოს სრული სესიის თემატიკა და დაურთოს მოკლე აღწერა.
სესიის ფარგლებში შემოთავაზებული მოხსენებების ენა უნდა იყოს ან ქართული, ან ფრანგული, ან ინგლისური. თითოეული სესიის ხანგრძლივობა 90 წუთია, თითოეული მოხსენებისა – 20 წუთი, დისკუსიისა – 10 წუთი.
სრული სესიის შემოთავაზების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ოქტომბერი.
განაცხადი სესიის სათაურით (მაქსიმუმ 25 სიტყვა) შედგენილ უნდა იქნას Word-ის (Times Roman, 12 p.p) ფორმატში და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული მონაწილის შესახებ :
- სამოქალაქო ან პროფესიული სტატუსი (ბატონი, ქალბატონი, პროფესორი, დოქტორანტი)
- სახელი
- გვარი (ასომთავრულით)
- დაწესებულება
- საფოსტო მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- ფაქსი
- ელექტრონული მისამართი
- სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, მაღალი საფეხურის სტუდენტი
- მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა)
- მოხსენების რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა)
თარიღები
მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 1 ოქტომბერი
მოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 იანვარი
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 2015 წლის 1 აგვისტო
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ კონფერენციის ელექტრონულ მისამართზე : langueetterritoire2@iliauni.edu.ge