კონტექსტი
პირველი საერთაშორისო კონფერენცია ენა და ტერიტორია ჩატარდა2010 წლის აგვისტოშისედბერის ლორანსიენის უნივერსიტეტში (ონტარიო, კანადა). კონფერენციაზე თავი მოიყარა 35-ზე მეტი ქვეყნის 350-ზემეტმა მკვლევარმა. სტატიების წარდგენისა და ორმაგი შეფასების შედეგად ორმოცდაათამდე სტატია გამოქვეყნდა სამ კრებულში – მონოგრაფიული სერია ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) უმასპინძლებს მეორე საერთაშორისო კონფერენციას ენა და ტერიტორია 2015 წლის 30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.
აღწერა
ენები, რომლებიც ისტორიისა და კულტურის გადმოცემის მთავარი საშუალებაა, სხვადასხვა ტერიტორიებს მოიცავენ. იმავდროულად ერთი და იგივე ენა შეიძლება განფენილი იყოს ვრცელ ტერიტორიაზე და ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ხვედრითი წილით. ტერიტორიის კონცეპტი, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით, შესაძლებელია შემოისაზღვროს მოცემული ენის აქტივობის სფეროთი, თავად ეს აქტივობა კი შეიძლება განისაზღვროს გეოპოლიტიკური და იურიდიული ტერიტორიით ან იმ ადგილებით, რომლებიც ერთ სოციალურ სივრცეს განეკუთვნება. „საზღვრები“, რომლებსაც ენასა და ტერიტორიას შორის ვავლებთ, არ არის გადაულახავი: ისინი ურთიერთშეღწევადია დროში ისეთ ფაქტორთა გავლენით, როგორებიცაა მოსახლეობის მიგრაცია, ენობრივი პოლიტიკა, ენობრივი და სოციალური წარმოდგენები, განათლება, მასმედია და სოციოკულტურული ღირებულებები.
ენებისა და ტერიტორიების შესახებ მსჯელობა ნიშნავს ამ ენების ევოლუციაზე, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, მათ სიცოცხლიუნარიანობასა და მომავალზე მსჯელობას. ეს ნიშნავს აგრეთვე ამ ენებს შორის ინტერაქციაზე მსჯელობას, ვინაიდან ინტერაქცია შეიძლება საფუძვლად დაედოს ჰარმონიულ ან კონფლიქტურ თანაარსებობას.
ამასთან ერთად, ენათა შორის კონტაქტი დიდ გავლენას ახდენს იმ წარმოდგენებზე, რომლებიც ადამიანებს გააჩნიათ როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ენების შესახებ. ამ კონტაქტის შინაარსს ენისა და ტერიტორიის მიხედვით განაპირობებს ჯგუფების დინამიკა, რომელიც უშუალოდ იკვებება იმით, რაც მოცემულ სივრცე-ტერიტორიას შეადგენს.
კონფერენციის – ენა და ტერიტორია – მიზანია სისტემური და ანალიტიკური მიდგომის გამოყენებით ერთობლივად დავფიქრდეთ იმ თემებზე, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ამ სივრცეების კონსტრუქციისა და რეკონსტრუქციის კომპლექსურობას:
- ენა, ტერიტორია და ისტორია
- ენა, ტერიტორია და პოლიტიკა
- ენა, ტერიტორია და სამართალი
- ენა, ტერიტორია და განათლება
- ენა, ტერიტორია და პირველი ერები
- ენობრივი მოწყობა
- ენა, ტერიტორია და რელიგია
- ენა, ტერიტორია და იდენტობა
- ენობრივი კონტაქტი და თანაარსებობა
- ურბანული სოციოლინგვისტიკა და ეკოლოგია
- ლიტერატურული გეოგრაფია
- ენა და ვირტუალური ტერიტორია
- ენა, ტერიტორია და ფილოსოფია
- შესაძლებელია სხვა თემების დამატება
კონფერენციაში მონაწილეობისათვის
გთხოვთ, წარმოადგინოთ განაცხადი ინდივიდუალური მოხსენებისა ან სრული სესიისათვის (დეტალები იხილეთ ქვემოთ). ყოველი განაცხადი განიხილება სამეცნიერო კომიტეტის მიერ. გთხოვთ, თქვენი განაცხადი წარმოადგინოთ ქვემოთ შემოთავაზებული თარიღებისა და პროტოკოლის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: langueetterritoire2@iliauni.edu.ge დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენ ვებ-გვერდს: www.langueetterritoire.iliauni.edu.ge
ინდივიდუალური მოხსენება
ინდივიდუალური მოხსენებისთვის განკუთვნილია 20 წუთი, 10 წუთი კი განსაზღვრულია დისკუსიისთვის. მოხსენების ენა შეიძლება იყოს ქართული, ფრანგული და ინგლისური.
ინდივიდუალური მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ნოემბერი.
თქვენი განაცხადი შედგენილ უნდა იქნას Word-ის (Times Roman, 12 p.p) ფორმატში და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სამოქალაქო ან პროფესიული სტატუსი (ბატონი, ქალბატონი, პროფესორი, დოქტორანტი)
- სახელი
- გვარი (ასომთავრულით)
- დაწესებულება
- საფოსტო მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- ფაქსი
- ელექტრონული მისამართი
- სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, მაღალი საფეხურის სტუდენტი
- მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა)
- მოხსენების რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა)
სრული სესია
სრულ სესიებში სამი მონაწილე ერთიანდება ერთი საერთო თემის გარშემო. თითოეულ მონაწილეს შეუძლია შემოგვთავაზოს სრული სესია ორ სხვა მონაწილესთან ერთად, გვაცნობოს სრული სესიის თემატიკა და დაურთოს მოკლე აღწერა.
სესიის ფარგლებში შემოთავაზებული მოხსენებების ენა უნდა იყოს ან ქართული, ან ფრანგული, ან ინგლისური. თითოეული სესიის ხანგრძლივობა 90 წუთია, თითოეული მოხსენებისა – 20 წუთი, დისკუსიისა – 10 წუთი.
სრული სესიის შემოთავაზების ბოლო ვადაა 2014 წლის 1 ნოემბერი.
განაცხადი სესიის სათაურით (მაქსიმუმ 25 სიტყვა) შედგენილ უნდა იქნას Word-ის (Times Roman, 12 p.p) ფორმატში და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას თითოეული მონაწილის შესახებ :
- სამოქალაქო ან პროფესიული სტატუსი (ბატონი, ქალბატონი, პროფესორი, დოქტორანტი)
- სახელი
- გვარი (ასომთავრულით)
- დაწესებულება
- საფოსტო მისამართი
- ტელეფონის ნომერი
- ფაქსი
- ელექტრონული მისამართი
- სტატუსი: პროფესორი, დამოუკიდებელი მკვლევარი, მაღალი საფეხურის სტუდენტი
- მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა)
- მოხსენების რეზიუმე (მაქსიმუმ 250 სიტყვა)
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მოგვწეროთ კონფერენციის ელექტრონულ მისამართზე : langueetterritoire2@iliauni.edu.geან ეწვიოთ კონფერენციის ვებ-გვერდს შემდეგ მისამართზე : www.langueetterritoire.iliauni.edu.ge
თარიღები
მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2014 წლის 1 ნოემბერი
მოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 2015 წლის 30 იანვარი
კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 2015 წლის 1 აგვისტო
დაგეგმილია ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიების გამოქვეყნება
საორგანიზაციო კომიტეტი
ჟული ბუასონო (ლორანსიენის უნივერსიტეტი) : JBoissonneault@laurentian.ca
მზაღო/მზაღვე დოხტურიშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) : mzagho_dokhturishvili@iliauni.edu.ge; mzarodok@yahoo.fr
ათინათი მამაცაშვილი-კობახიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი): atinati_mamatsashvili@iliauni.edu.ge
ალი რეგუიგუი (ლორანსიენის უნივერსიტეტი): : areguigui@laurentian.ca
ინგა ღუტიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) : inga_gurjistani@yahoo.com
სამეცნირო კომიტეტი
Alain Beaulieu – Université Laurentienne, Canada
Henri Boyer – Université Paul Valéry – Montpellier 3, France
Anna Bondarenco – Université d’État de Moldova, République de Moldova
Heinz Bouillon – Université catholique de Louvain, Belgique
Jacques Bres – Université Paul Valéry – Montpellier 3, France
Claude Chastagner – Université Paul Valéry – Montpellier 3, France
Renée Corbeil – Université Laurentienne, Canada
Gérard Dédayan – Université Paul Valéry – Montpellier 3, France
Ketevan Djachy – Université d’État Ilia, Géorgie
Nino Dobordjguinidzé – Université d’État IliaGéorgie
Serge Dupuis – Université Laurentienne, Canada
Louis Gerrekens – Université de Liège, Belgique
Laurent Gautier – Université de Bourgogne, France
Michel Giroux – Université Laurentienne, Canada
Amélie Hien – Université Laurentienne, Canada
Aurélie Lacassagne – Université Laurentienne, Canada
Simon Laflamme – Université Laurentienne, Canada
Eileen Lohka – Université de Calgary, Canada
Chantal Mayer-Crittenden – Université Laurentienne, Canada
Bernard Outtier – Directeur de Recherche au CNRS, France
Nino Pirtskhalava – Université d’État Ilia, Géorgie
Patrick Seriot – Université de Lausanne, Suisse
Ekaterine Shaverdashvili – Université d’État Ilia, Géorgie
Bela Tsipuria – Université d’État Ilia, Géorgie
Ludmila Zbant – Université d’état de Moldova, République de Moldova
დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ კონფერენციის ელექტრონულ მისამართზე : langueetterritoire2@iliauni.edu.ge
ან ეწვიეთ კონფერენციის ვებ-გვერდს: www.langueetterritoire.iliauni.edu.ge